საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო

Image

დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხდა.

 

„დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ყველგან ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა კომენტარი პირბადეების ფასზეც გააკეთა.

„სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში, პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად თითო ცალი. ეს არის სუბსიდირებული ფასი“, - განმარტა მინისტრმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !