-
2020-04-07 23:54
"ფაქტობრივად, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, 79, 81 და 86 წლის პაციენტებს ჰქონდათ არა ერთი თანმხლები დაავადება და ფაქტობრივად, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყოს. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, ყველა გადარჩება. ძნელია ზუსტი რიცხვების დასახელება, მაგრამ გავრცელება იქნება ბევრად მეტი, ვიდრე იყო აქამდე. იქნება ყოველდღიურად რამდენიმე ათეული, მაქსიმუმ ასეული შემთხვევა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ, როგორც შემთხვევათა რაოდენობით ისე გარდაცვლილთა რაოდენობით პროპორციას, რომლითაც საქართველო იკავებს ევროპაში ერთერთ საპატიო ბოლო ადგილს“, - განაცხადა ცერცვაძემ