-
2020-04-07 23:31
კანონი ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისა და ყველასთვის-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ
„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისა და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება - გამომდინარე დიდი საშიშროებისა, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში - თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვასა და წირვაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.