-
2020-04-07 22:48
ქალის გარეგნობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თმას. უმეტესობას მოგვწონს ვარცხნილობები, რომლებიც გრძელ თმას ძალიან უხდება .
სამწუხაროდ, არსებობს ქალთა დიდი ნაწილი , რომლებსაც თმა არ ეზრდებათ. ეს მრავალი მიზეზით შეიძლება
იყო გამოწვეული, თუმცა დღეს ყველაზე გახშირებულ მიზეზებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
1. ხშირ შემთხვევაში თმას მარტო იმიტომ არ ვიჭრით, რომ ის გაიზარდოს-ასე არ უნდა გააკეთოთ-თმის
ბოლოებს, რაც უნდა ჯანსაღად გამოიყურებდეს, დროთა განმავლობაში მაინც სჭირდება გახალისება,
რაც ოდნავ სიგრძის მოკლებას გულისხმობს.

2. თმის დაყოფა და მტვრევა ერთ-ერთი მიზეზიაიმისა, რომ ის არ გეზრდებათ. ამ ყველაფერს კი იწვევს თმის
ქიმიური დამუშავება, გაღიავება, დასწორება, გაშრობა და ასე შემდეგ.

3. აღსანიშნავია, რომ კვებისა და ვიტამინების დეფიციტი საგრძნობლად მოქმედებს თმაზე.
მნიშვნელოვანია ორგანიზმში შევინარჩუნოთ ფერიტინის, ტუთიის, ვიტამინ B12 -ის საჭირო
რაოდენობა .
