
დღეს, 7 აპრილს აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი
გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე,
დამაკმაყოფილებელია.
დღესდღეობით, აფხაზეთში ტესტი უტარდება მხოლოდ მათ, ვისაც ინფექციის მკვეთრად გამოვლენილი
სიმპტომები აქვს, თუმცა, თუ ტემპერატურა 39 გრადუსს ქვემოთ აქვს პაციენტს, მას ტესტს არ უკეთებენ.
ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ.