
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელადემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჩვილის
მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და დინამიკა დადებითია.
ჩვილი მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.