
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 16 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მთელი კვირის
განმავლობაში, დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14 თემებრვალს ამინდი ევროპის აღმოსავლეთ რაიონიდან ცივი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული.
დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მთიან და მაღალმთიან რაიონში შესაძლოა ძლიერად მოთოვოს.
15 თებერვალს ღამით მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ყინვის გაძლიერება.