
რუსეთი აშშ-ს რუსოფობიაში ადანაშაულებს . ამის შესახებ რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს:
„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით.
ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა, გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ
საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია
საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა“, – წერს რუსეთის საელჩო.