
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა განახლდა.
მშენებლობის პარალელურად მოსახლეობა საპროტესტო აქცია მართავს და მოითხოვს, რომ თბილისის
მერიამ კერძო კომპანიას სხვა ადგილი გამოუყოს.
კახა კალაძის მოადგილის, ილია ელოშივილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს
ის „ანას ბაღს“ ეხება.