-
2019-11-08 15:58
8-დან 10 ნოემრის ჩათვლით თბილისში Beauty exhibition 2019 გაიმართება.
გამოფენას ექპო ჯორჯია უმასპინძლებს. მნახველებს საშუალება ექნებათ გაიგონ ყველაფერი ესთეტიკურ მედიცინაზე, დაესწრონ სხვადასხვა ტრეინინგებსა თუ პრეზენტაციებს და დიდი ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები.
პროექტის მენეჯერის ქეთევან მეშველიანის განცხადებით დამთვალიერებელს უამრავი საჩუქარი ელოდება.
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სილამაზის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები ბიზნესმენები მათთვის სასარგებლო ინფორმაციას გაეცნობიან.