
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში აღნიშნული ინფორმაციით საქართველოდან წასული ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთში დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, 2018 წელთან შედარებით წელს რუსეთიდან უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე წავიდა.
2018 წლის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან წასული ემიგრანტების რიცხვა 6 345 მიაღწია, ხოლო ამავე წელს ქვეყანას 4 314 საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ემიგრანტებს, ყველაზე მეტად არალეგალური ხერხებით წასული საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაფიქსირდნენ.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან.“ - ნახსენებია 2019 წლის მიგრაციის პროფილში.