
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
ფილმი ბათუმისა და თბილისის კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პარალელურად გარკვეული ჯგუფების მხრიდან იგეგმება საპროტესტო აქციები, რათა არ მოხდეს კინოჩვენება.
შსს მოსახლეობას სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" -