„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან. "თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის", აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.