
"რუსთავი 2-ის" ყოფილი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხს სასამართლოში უჩივიან.
მათ უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იცავს.
"ეს არის პირველი დავა, რომელსაც "რუსთავი 2"-დან გამოშვებული ადამიანები დავიწყებთ. დავისთვის ემზადება ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც წამოვიდა საკუთარი სურვილით და არხმა დაარღვია მათი ხელშეკრულებები", - განაცხადა მელაძემ.