შს მინისტრის მოადგილის ლევანა კაკავას განცხადებით, 2020 წელს სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ.
ამის შესახებ კუკავამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს სამინისტროში 2020 წელს დაგეგმილი პროექტების განხილვისას განაცხადა. კაკავამ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები წარუდგინა.