
საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება.
სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სად შეიძლება სწავლა დროებით გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.