-
2019-09-10 15:47
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"
მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება. ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო"-აღნიშნულია განცხადებაში
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38