49 წლის ასაკში, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.