
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის "TV ფორმულას" 51%-იანი წილის მფლობელი გახდა.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49%-ს „ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ფლობენ. მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა ტელეკომპანიაში 12.25%-იანი წილის მფლობელები არიან. კომპანიის დირექტორი კი ზურაბ გუმბარიძეა.