
დღეს მსახიობ გურანდა გაბუნიას დაბადების დღეა.
გურანდა გაბუნიამ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის
სამსახიობო ფაკულტეტი.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ
კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი (ლევ
ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა")...
მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში:"დათა თუთაშხლია", "თოჯინები იცინიან", "ერთი ცის ქვეშ" და
სხვა.
1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1999 წელს გახდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის
ლაურეატი. იყო 2018 წლის სამგზის საუკეთესო მსახიობი ქალი .
ის 2019 წლის 4 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.