მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

Image

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში.

 

ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში, ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.

 

საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცრის ჩართულობით მონაწილეები მსჯელობენ.

 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო სემინარი იმართება, რომელსაც ესწრება საერთო სასამართლოების ყველა ის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო დავებს იხილავს. ეს სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერთგვაროვანი განხილვისა და იმ საკანონმდებლო განახლებული მოცემულობის თვალსაზრისით იყოს განხილული ყველა საარჩევნო საკითხი დავების ეფექტიანობასთან მიმართებაში. მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. ასევე ჩვენს ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციას და პარტნიორს საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდს და USAID-ს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერისთვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.

 

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან აღნიშნა, უკვე ტრადიციად იქცა გამოცდილების გაზიარება და ძალიან სასარგებლოა სასამართლო სისტემისთვის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, იმისათვის, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. „მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო დავები ძალიან შემჭიდროვებულ ვადაში იხილება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონცენტრირებული იყოს სასამართლოს სისტემა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ხარვეზი ამ პროცესში“ - განაცხადა გიორგი მიქაუტიძემ.

 

ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვლმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ნორმაშეფარდებითი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას უწყობს ხელს და მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში.

 

სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს. შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !