
30 მარტს "თბილისი მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში საქართველო-აზერბაიჯანის გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ევროკავშირმა 1,35 მილიონი ევრო დახარჯა ამ ტრანსასაზღვრო პროექტების განსახორციელებლად. პროგრამის მიზანს ადგილობრივი არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგებს. შეხვედრის მონაწილეებმა პროგრამის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფელ კოდის სათემო ორგანიზაციის წევრმა , დევნილმა მადონა ოქროპირიძემ პროექტი დადებითად შეაფასა და მის როლზე გაამახვილა ყურადღება :
" ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარებას . ასევე დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს პატარა საქმე დიდი დასაწყისი და ბიძგი იქნება სამომავლო წარმატებისთვის", - შეხვედრის ბოლოს პროექტის წარმომადგენლებმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.