-
2015-07-12 09:55
სუპერთასის ფინალის ბილეთების რიგში მდგარი ადამიანებიდან ორმა მამაკაცმა გონება დაკარგა და მათ დახმარება სასწრაფოს ბრიგადამ აღმოუჩინა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან ამ დრომდე ხმაურია.
როგორც "რუსთავი2" იტყობინება, საპატრულო პოლიციას გულშემატკივრები ნაკადებად მიჰყავს სალაროებთან. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 3 ნაკადი, 150 კაცი გაიყვანეს.
გულშემატკივრების რიგი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგანან ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკში პარასკევიდან მორიგეობენ და სპეციალური სიებით დგანან რიგში, მეორე მხარეს კი ის ადამინები, რომლებიც ცოცხალ რიგში ჩასადგომად დღეს მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.