კიევის ახალი საპატრულო პოლიცია - დამოკიდებულება მოქალაქეებთან

Image

კიევის ახალი პატრულ-პოლიციელების გამოჩენიდან მეორე დღეს ინტერნეტში უკვე გაჩნდა მათი საქმიანობის ამსახველი ვიდეოები და უბრალოდ, ისტორიები. 

 

ვიდეოში, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" წარმოგიდგენთ, კარგად ჩანს კიეველი პოლიციელების გულისხმიერი დამოკიდებულება მძღოლთან, რომელსაც მანქანის ძრავი ჩაუქრა და ადგილიდან ვერ ძრავს - მას ეკიპაჟის ორივე პოლიციელი დაეხმარა და ძრავა აამუშავებინა, რის შემდეგაც თბილად დაემშვიდობნენ.

 

კიევის ერთერთ გარეუბანში, მილიციის განყოფილების ძველი თანამშრომლების ხმაურისა და უცენზურო ფრაზების აღსაკვეთად ახლოს მცხოვრებლებმა პატრული გამოიძახეს. ამ შემთხვევის თვითმხილველი უკრაინელი მსახიობი და ტელესახე გახდა, რომელმაც დაწვრილებით აღწერა, როგორ გააფრთხილეს სიტყვიერად ახალმა პოლიციელებმა ძველები: "როგორც კი ახალი პატრული გამოჩნდა, ძველი პოლიციელები უკანმოუხედავად გაიქცნენ, ადგილზე მხოლოდ რამდენიმე დარჩა, რომლებიც ახლებმა თავაზიანად გააფრთხილეს", - წერდა ტელეწამყვანი.

 

ჩამქრალი ძრავის გამო გაჩერებული მანქანის მძღოლის დახმარების კადრები კიევში ერთ-ერთმა მოქალაქემ საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდანაც გადაიღო, ხოლო შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ პატრულის ამოქმედების შემდეგ ჩატარებულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის კმაყოფილია პატრულის მუშაობის პირველი ორი დღით.

 

მისი თქმით, ხალხში არსებობდა შეკითხვები, რას აპირებდა პატრული ცნობილებთან მიმართებაში, გამოიუწერდა თუ არა ჯარიმას ჩინოვნიკებს და ა.შ, ამაზე კი პასუხი ამ დღეებმა გასცა: "პატრულმა დააჯარიმა პროკურორიც და რადას წევრიც", - სიცილით თქვა ეკა ზღულაძემ, თუმცა, დაჯარიმებულთა ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !