
უკრაინელი შოუმენი, მსახიობი, მხატვარი და ტელეწამყვანი ანტონ მუხარსკი წერს, რომ ვინც ახალ პატრულს არაეფექტურობაში დასდებს ბრალს, პირადად მოსთხოვს პასუხს, რადგან თავის მაგალითზე დარწმუნდა პოლიციელთა მოქმედების ეფექტურობაში.
მუხარსკი წერს, რომ ის კიევში, პოდოლსკის პოლიციის რაიგანყოფილების წინ ცხოვრობს და არაერთხელ გამხდარა მოწმე, როგორ დერბოშიორობენ ძლევი პოლიციელები, რადგან, ტელეწამყვანის თქმით, მათი "пи...ц"-ის მოახლოებას გრძნობენ.
მუხარსკის თქმით, ამ ეტაპზე, უკვე მესამე დღეა, ეს "ძველები" განყოფილების წინ დგანან, ხმაურობენ და იგინებიან, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო "ცოლმა გამოსავალი მოძებნა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა".
"ეკიპაჟი ზუსტად სამ წუტში მოვიდა!", - წერს მუხარსკი. - "ეკიპაჟის მოახლოებისთანავე ეს "ძველები", ოროსანი მოსწავლეებივით, აქეთ-იქეთ დაიფანტნენ და ადგილზე მხოლოდ სამი დარჩა. ახალი პოლიციელები მათთან მივიდნენ, თავაზიანად, უკრაინულ ენაზე მისცეს შენიშვნა და განუმარტეს, რომელი კანონის მიხედვით არ ჰქონდათ მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევის უფლება.
ამ ყველაფერს ჩემი ცოლი და მე აივნიდან ვადევნებდით თვალს. მე ძალიან ამაყი ვიყავი, ხოლო ჩემი ცოლი, არც მეტი, არც ნაკლები - სიხარულისგან აბღავლდა და ტირილით გადაუხადა მადლობა პატრულ-პოლიციელებს, რომლებმაც გვიპასუხეს, რომ აწი ისინი მუდამ იზრუნებდნენ ჩვენს სიმშვიდეზე..."