
ზუგდიდში 6 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დენის გათიშვის მიზეზი საჯვაროს ქვესადგურზე მეხის დაცემა გახდა. ადგილზე გასულია საგანგებო ჯგუფი და ამ დროისთვის ქვესადგურის დაზიანებული დანადგარის შეკეთება მიმდინარეობს.
ასევე დაზიანებულია ქვესადგურიდან დააქხლოებით 4 კილომეტრში მდებარე ელექტროგადამცემი ხაზიც. ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის წალენჯიხის, სენაკის და სამტრედიის ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით ქვესადგურზე არსებული პრობლემის მოგვარებას რამდენიმე საათი დასჭირდება და ზუგდიდს ელექტრო ენერგიის მიწოდება 10 საათისთვის სრულად არუდგება. ამ მომენტისთვის ზუგდიდში არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები გენერატორების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მუშაობს.