მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ნაპირზე ამოიტანეს. მშვიდობის ხიდთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
მამაკაცი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არაა და უცნობია, არის თუ არა ის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკარგული ერთ-ერთი პირი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.