
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება ბათუმში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი სავაჭრო ჯიხურების, ე.წ. ერმაკოვის ბუდკების ფოტოებით გაჯერებული კლიპი პაროდიული სიმღერის "შედი, ქალო, ბუდკაში!" მიხედვით.
ბათუმის მერიის განმარტებით, ეს ჯიხურები გარემოვაჭრეებისთვის დამზადდა, მათთან შეთანხმების საფუძველზე. მიღწეულია შეთანხმება სტუდენტებთან, მათი შეღებვის თაობაზე, ხოლო მალე, მერიის განმარტებით, ამ ადგილას ჰოლანდიური ჯიხურები დაიდგმება.