რუსულნომრიანი სამხედრო მანქანა ფოთში, 9 აპრილის ხეივანში დგას (ვიდეო)

Image

ფოთში, 9 აპრილის ხეივანში 25 თებერვალს გადაღებული ვიდეო, სადაც გადაღებულია რუსული სამხედრო მანქანა, რუსული ნომრებით (რეგიონის კოდი 06 - ინგუშეთი), ამჯერად "აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ფოთში გადაიღეს "გაზ"-ის მარკის დახურული, ხოლო თბილისში კი "ზილ"-ის მარკის დახურული, კავშირგაბმულობის დანიშნულებისა და ქვეითთა გადასაყვანი, სხვადასხვა მანქანები, ანუ, მხოლოდ გუშინ და დღეს თბილისსა და ფოთში მსგავსი მანქანა, მინიმუმ, ოთხი მოძრაობდა და გადაადგილდებოდა.

 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ოფიციალური განმარტება მანქანებთან დაკავშირებით 24 თებერვალს, საღამოს გააკეთა. ნინო გიორგობიანის განცხადებით, მანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ. 

 

ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება.

 

ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის“.

 

ამასთან, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კადრები გაასაჯაროვა, სადაც გადაღებულია რუსული სამხედრო მანქანა, სავარაუდოდ, რუსი ეროვნების, სამხედრო პირი მძღოლით. მანქანა სენაკის ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

 

ენმ თავდაცვის მინისტრისგან მოითხოვს, განუმარტოს საქართველოს მოსახლეობას, რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე.

 

"კადრებზე აღბეჭდილია რუსული სამხედრო მანქანა, რუსი მძღოლით და რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც გადაადგილდებოდა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით. რუსმა მძღოლმა პირდაპი ჰკითხა მოქალაქეებს თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა.

 

საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც რუსულ ნომრიან მასალას შეხვდა, არც კი დაინტერესებულა თუ რა მიზნით გადაადგილდებოდა ეს მანქანა და არც კი უკითხავს მისი იქ ყოფნის მიზანი.

 

ფაქტია, რომ ოკუპანტი სამხედრო ძალები უკვე უკონტროლოდ გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამას გუშინ გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს, ასევე ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო მანქანები დარიალის ხეობაში გადაადგილდებოდნენ.

 

გუშინ და დღეს ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ მთავრობის აბსურდული განცხადებები, რომ ეს მანქანები ჩამოყვანილია სათადარიგო ნაწილებად დაშლის მიზნით, რაც პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრაა ქართული საზოგადოებისათვის.

 

მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება რუსების მიმართ, თუ როგორ აწინაურებს იგი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსებთან ძალიან ახლო ურთიერთობებში და მისგან მოვითხოვთ, განმარტოს თუ რა შეიცვალა საქართველოში.

 

არის თუ არა ეს ის, რომ უკვე ოკუპანტ ქვეყანას მიცემული აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი და ეს კონტროლი განახორციელოს ცინიკურად ისე, რომ ყველა ამას ხედავს", - თქვა ნუგზარ წიკლაურმა.

რედაქტორის რჩევით

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია

2020-07-27 11:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს

2020-07-27 11:16
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

2020-07-27 11:14
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 27...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6272
0.0134
100
RUB
 - 
4.2244
0.0535
1
USD
 - 
3.0747
0.0004