ბიძინა ივანიშვილმა ჭორვილელებს დახმარება მოუხსნა, კომენდანტი ვეფხია კი დაუტოვა

Image

საჩხერესა და ჭორვილაში შეჩერებული „ივანიშვილის დახმარებისა“ და ზოგადად, მილიარდერის მშობლიურ რაიონსა და სოფელსი არსებულ სიტუაციაზე „ფრეშნიუსმა“ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. 

 

„ეს ბაზარი ივანიშვილით მუშაობდა, ახლა ქეა გაჩერებული“; „ადრე ვმუშაობდი, კაცო, ივანიშვილის ობიექტზე ვიყავი და მეძლეოდა ხელფასი, ახლა სახლში ვზივარ“; „არაა შვილო არანაირი დახმარებები, რაც პოლიტიკაში მოვიდა, მაგის მერე აღარ გვეხმარება“, - ამბობენ საჩხერეში ადგილობრივები.

 

შეჩერებულია მშენებლობები, რომლებსაც ივანიშვილი აფინანსებდა, ხოლო საჩხერის საავადმყოფო, სადაც მოსახლეობა სამედიცინო დახმარებას უფასოდ იღებდა, 2014 წლიდან ფასიანი გახდა. როგორც ხელმძღვანელობა განმარტავს, მანამდე საავადმყოფო, საქართველოს მასშტაბით კუნძულივით იყო, რადგან მხოლოდ აქ იყო მომსახურება სრულიად უფასო: ხარჯებს „ქართუ“ ფარავდა, 2014 წლის 1 იანვრიდან კი „ქართუ“ ხარჯებს არ ფარავს, არც თანადაფინანსებას იხდის.

 

დაახლოებით იგივე სიტუაციაა სოფელ ჭორვილაშიც. კერძო სახლების ეზოებში სამშენებლო მასალები და ხის ფიცრები ყრია, რომლებსაც ათოვს და აწვიმს - მოსახლეები, რომლებმაც ნოყიერი დახმარების გამო სახლის გაფართოება წამოიწყეს, მშენებლობის დასრულებას ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ ოდესმე მას თავიანთი სახსრებით დაამთავრებენ.

 

ჭორვილაში მოსახლეობა უკვე შეშით თბება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ბუნებრივი აირით თბებოდნენ - გადასახადს ბიძინა ივანიშვილი ფარავდა. ახლა მისი ნაჩუქარი აირის გამათბობლები უფუნქციოდაა და საკვამურებიდან ბოლო ამოდის.

 

ზოგმმა მოხუცმა არც კი იცის, რომ ბიძინა ივანისვილმა სოფლელებს დახმარებები შეუჩერა. „ფრეშნიუსი“ მოხუც ქალს გადაეყარა, რომელიც, როგორც გაირკვა, ვინმე ვეფხიასთან მიდიოდა, რომ მისთვის ივანიშვილთან დაკავშირება და მათი ოჯახის დახმარება ეთხოვა:

 

„ხუთი შვილიშვილი მყავს და მათთვის მინდა დახმარება, სამასი ლარი. ასე მითხრეს, ვეფხია დაგეხმარებაო, ის დაგაკავშირებსო...“, - განაცხადა ქალბატონმა.

 

როგორც ირკვევა, ვეფხია მართლაც ჭორვილაში ცხოვრობს და, არც მეტი, არც ნაკლები, კომენდანტია. ის გვარად ივანაშვილია.  სწორედ ის ინიშნავს თხოვნებს და სხვა სახის გზავნილებს ივანიშვილთან. მოკლედ, ივანიშვილმა ჭორვილს დახმარება მოუხსნა, მაგრამ კომენდანტი კი დაუტოვა...

 

სიუჟეტი "ფრეშნიუსზე"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !