
შემთხვევა აშშ-ში მოხდა. ფარმაცევტულ მაღაზიაში, სადაც პერსონალის გარდა კიდევ 8 პირი იმყოფებოდა, ერთერთმა თანამშრომელმა შეიარაღებულ თავდამსხმელს სროლა დაასწრო და მოკლა.
ნიღბიანი პირი მაღაზიაში მშვიდად შევიდა, შემდეგ კი სალაროსთან მდგარ პერსონალს იარაღი დაუმიზნა და ფული მოსთხოვა. სიტუაციაში ყველაზე ადრე ერთერთი ფარმაცევტი გაერკვა, რომელმაც იარაღი ამოიღო და თავდამსხმელს ესროლა, შემდეგ მას მეორე ტყვიაც დაახალა.
თავდამსხმელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ფარმაცევტი პოლიციაში დაკითხეს და როცა დაადგინეს, რომ მან იარაღი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გამოიყენა, გაათავისუფლეს.