
საღამოს 21:00 საათზე "კურიერის" სპეციალური გამოშვება კიევიდან გავა ეთერში. "რუსთავი-2" მაყურებელს კორესპონდენტების ჩართვებს, სპეციალურ რეპორტაჟებს და ბევრ საინტერესო სტუმარს შესთავაზებს.
კიევში ადგილობრივი დროით საღამოს 19:00 საათისთვის ევრომაიდანზე შეკრებილებს პრეზიდენტი პოროშენკო მიმართავს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული დემონსტრანტების ხსოვნას. მაიდნის ტრაგედიას 100 დემონსტრანტი ემსხვერპლა. დემონსტრანტთა უმრავლესობა სწორედ 20 თებერვალს დილით დაიღუპა. შეტაკებათა დროს დაიღუპა 20 პოლიციელი.