
კახეთში 45 წლის მამაკაცი ადუღებული ხაშლამის ქვაბში ჩავარდა და ზურგის არე მთლიანად დაეწვა, –ამის შესახებ ექსკლუზიურად პორტალი ,,კვირა“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მამაკაცმა მდუღარეში ჩავარდნის შედეგად მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო.
პაციენტი კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.