
თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მასთან ერტად ბრალდებული სხვა პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზე სრულად გაამართლა. ბრალდებულებს ყველა ბრალდება მოეხსნათ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დღეს უკვე მეორედ გამოიტანა. პირველად ახალაიას ბრალი ჯარისკაცების შეურაცხყოფისა და ზვიად აბესაძის საქმესთან დაკავშირებით მოუხსნეს.
ჯერჯერობით ერთადერთი ბრალდება, რაზეც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდია. სასამართლომ ამ ბრალდებით ახალაიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სასჯელის ვადას ამნისტია შეეხო და მან, საბოლოო ჯამში, 3 წელი და 9 თვე შეადგინა.