რუსთავში 140 ახალი ყვითელი „მარშრუტკა“ ღამით შეიყვანეს (ვიდეო)

Image

24 მაისს, ღამის საათებში კომპანია „ინტერტრასმა“ რუსთავში 140 ახალი ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეიყვანა. კადრები „თავისუფალმა ზონამ“ გაავრცელა.

 

ტრანსპორტის შეყვანა ღამის საათებში, სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ „ძველ მძღოლებს“ პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ. „ინტერტრასის“ თანამშრომლებმა „თავისუფალი ზონის“ რეპორტიორისთვის გადაღებაში ხელის შეშლაც სცადეს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის რეისის ძველი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამ დრომდე აპროტესტებენ „ინტერტრასის“ გამარჯვებას ტენდერში, რომლის მიხედვითაც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მონოპილისტი სწორედ ეს კომპანია ხდება.

 

როგორც „ძველი მძღოლების“ ადვოკატმა რევაზ ნიჟარაძემ "ნეტგაზეთს" განუცხადა, „ამ ყველაფრის უკან ვიცე–პრემიერი კახა კალაძე დგას. მისი თქმით, კომპანია "ინტერტრასი", რომელიც მონოპოლისტი ხდება ამ ბაზარზე, დღეისათვის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რადგან დოკუმენტაციის მიხედვით არავითარი უძრავ–მოძრავი ქონება არ გააჩნია.

 

ეს კომპანია კალაძის მეგობარმა ყოფილმა ფეხბურთელებმა, საქართველოს ნაკრების ექსწევრებმა- გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ფირუზ ხურცილავამ დააარსეს. შემდეგ კი კვალის აბნევის მიზნით სხვა მოქალაქეზე, გვარად ლომოძეზე გადააფორმეს. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, "ინტერტრასს" ტენდერში მონაწილეობისათვის საგარანტიო თანხა 1,5 მილიონი ლარი "პროგრეს ბანკმა" გამოუყო“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !