
საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი გაძვირდა. რამდენიმე სავაჭრო ობიექტზე თამბაქოს ნაწარმი 20 თეთრითაა გაძვირებული.
კერძოდ, 20 თეთრით გაძვირდა "ელ ემი", "ჩესტერფილდი", "მურატი", "პარლამენტი" და "მალბორო". როგორც სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, აღნიშნული დასახელების სიგარეტებზე ფასი კომპანია "ფილიპ მორისმა" გააძვირა.
მათივე ინფორმაციით, სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი ჯერ იგივეა.