
რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა 2 მაისის მონაცემებით, 471.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ბანკმა გაავრცელა.
ბანკის ინფორმაციით, 26 აპრილისთვის რეზერვის მოცულობა 482.7 მილიარდი დოლარი იყო. დაახლოებით ერთ კვირაში კი იგი, 11.1 მილიარდი დოლარით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა ზარალს რეცესიის გამო განიცდის, რომელიც უკრაინის კრიზისმა დააჩქარა.
პროგნოზის მიხედვით, 2015 წლისთვის ფონდის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2.3%-1%-მდე იქნება, მაშინ, როცა 2014 წელს იგი 1.3% - 0.2% შეადგენდა.