-
2014-05-07 12:17
მომავალი წლიდან ავტოდაზღვევა სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს.
სავალდებულო დაზღვევის შემოღების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების დროს გათვალისწინებული იქნება დაახლოებით 17-18 ათასი ლარის გადახდა, მკურნალობაზე კი 15 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.
დაზღვევის სახეობა შემდეგი პრინციპით მოქმედებს: თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ავტოტრანსპორტის მფლობელია და დადგა მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ, მძღოლი - მფლობელი ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს ზარალი, მიყენებული სხეულზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა თუ ქონებაზე. დაზღვეული მძღოლის ნაცვლად, ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. უცნობია რა ეღირება დაზღვევის ეს პაკეტი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-01-16 18:42