
ჭის წყლით სარგებლობა ფასიანი ხდება. საკითხი ჭის წყლის მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემას შეეხება. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, საკუთარი მოხმარებისთვის არსებული ჭაზე გადასახადი არ ვრცელდება.
ლიცენზიის აღება, რომელიც ფასიანია, მხოლო იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც ჭას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს, აქვს რესტორანი, სამრეცხაო თუ მსგავსი ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ მოპოვებული ლიცენზია არ ათავისუფლებს გადამხდელს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან.