საერთაშორისო სავალუტო ფონდი, უკრაინას, დახმარების სახით გამოუყოფს კრედიტს 17 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ამის შესახებ „Bloomberg“-ი უკრაინის მთავრობაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წინასწარი მონაცემებით, კიევისთვის ფინანსური დახმარების შესახებ საკითხი განხილული იქნება 30 აპრილს დაგეგმილ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე. თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.