Bloomberg ყველაზე გავლენიანი საფინანსო საინფორმაციო ორგანიზაციაა, რომელმაც 2019 წლის მონაცემები
გამოქვეყნა.
აღმოჩნდა , რომ 500 მილიონერში ბიძინა ივანიშვილი 371 ადგილს იკავებს.
ბოლო ერთი წლის განავლობაში კი ის 525 მილიონით გამდიდრდა.
გამოცემაში მითითებულია სქემა, რომელიც წლის კვარტალების მიხედვით არის ჩამოთვლილი. ჯერძოდ,
როგორ ხდებოდა ოლიგარქის ქონების შევსება, რომელმაც საერთო ჯამში 5 520 000 000 დოლარი შეადგინა.
აქვეა აღწერილი ბოლო კვირის განმავლობაში ივანიშვილის ანგარიშზე შემოსული 7 მილიონი დოლარი.
აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ოფიციალურად ეყრდნობა ოლიგარქის მიერ დეკლარირებულ თანხებს,
სესბამისად, მიმდინარე წელს ბიძინა ივანიშვილმა 570 მილიონი დოლარით გაზარდა თავისი
ქონება.