პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 31 უცხოური პროექტი განცხორციელდა.
2019 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 31 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 16 ფილმზე კი გადაღებები უეხლოეს მომავალში დაიწყება, ან უკვე მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 113.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 17 150-ს გადააჭარბებს.