
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით აზიის განვითარების ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისთვის განაგრძობს ფინანსური რესურსის გამოყოფას.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 255.1 მლნ ევრო გამოყო.
დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე.
„ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებაზეც“ - აცხადებენ უწყებაში