საქართველოს ეროვნული ბანკის კომიტეტის შეფასებით ქვეყნის ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადია

Image

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს რომლის თანახმადაც, კონტრციკლური ბუფერი, რომელიც მიზნად ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტების ზრდის შეზღუდვას ისახავს, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს, უცვლელად რჩება.

„2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.

საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის” - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა

2020-04-04 23:56
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა.

როგორ გავიკეთოთ მანიკური სახლის პირობებში

2020-04-04 22:41
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალონში სიარულს ვეღარ ვახერხებთ, მიუხედავად...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-04-04 21:01
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ...

წითელის ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის

2020-04-04 20:58
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით,...
რჩეული ვიდეოები

104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

2020-04-04 15:26
104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, მაგრამ გამორიცხულია(ვიდეო)

2020-04-03 11:21
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა...

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4134
0.0000
100
RUB
 - 
4.1072
0.0000
1
USD
 - 
3.1576
0.0000