
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის დასტაბილურებისთვის ქვეყანას საჭირო რესურსი გააჩნია.
„ვალუტის კურსის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მართვაზე სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნულ ბანკს აქვს პრაქტიკული ინსტრუმენტები ამის გასაკეთებლად. რამდენიმე დღის წინ იყო მოსმენა, საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვები იყო დასმული და პოზიციებიც დეპუტატების და ექსპერტების მხრიდან გაკეთებული. შესაბამისად, პარლამენტში მიგვაჩნია, რომ არის რესურსი, ლარის კურსის კიდევ უფრო მეტი დასტაბილურება მოხდეს და ამისთვის ინსტრუმენტები, რომელიც კანონით არის დადგენილი, უნდა იყოს გამოყენებული. რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და მეც შემიძლია გავიმეორო, ნამდვილად პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები,რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნას, ასევე, სტაბილურობას და უსაფრთხოებას. მათ ყოველ არჩევნებზე საზოგადოება აფასებს" - არჩილ თალაკვაძე