მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 18 ლარით, უფრო კონკრეტულად კი 17.8 ლარით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოში 189,2 ლარით განისაზღვრა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 187,2 ლარი იყო. რაც შეეხება საშუალო ოჯახს, მისი საარსებო მინიმუმი აგვისტოში 317,3 ლარით განისაზღვრა.