
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტმა" საქმიანობის სფერო შეიცვალა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე მისცა თანხმობა , რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
"შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტში“ შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში"- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაში.