-
2019-09-05 16:03
ორგანიზაცია PMCG-ს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ 2018 წელს საქართველოში კაცის საშუალო ანაზღაურებამ 1360.5 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 856.2 ლარი, რაც 37.07%-იან სხვაობას ნიშნავს.
"კერძოდ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სადაც ყველაზე მეტად არის შესამჩნევი ხელფასებს შორის სხვაობა, ქალების 74.2% მუშაობს ოფისის პერსონალად. ამავდროულად, ამ დაბალანაზღაურებად სამუშაოს კაცების მხოლოდ 56.2% იკავებს. მაღალანაზღაურებად სამუშაოში კი, როგორიცაა სპეციალისტ-პროფესიონალი, კაცების პროცენტული წილი (13%) ორჯერ აღემატება ქალების წილს"-აღნიშნულია კვლევაში.