
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 3,6 ათას ტონამდე საფერავია, 2,4 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.