
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98260 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5045 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
98260 ხელშეკრულებიდან 27080 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 626.18 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 14.14% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით, 35370 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.02%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1562.50 მილიონი ლარია.
32090 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2605.9 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 913.90 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.16%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 1691.98 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.50%-ში.